თერმოსტატი ქვაბის სრული მართვის ფუნქციით. აკონტროლებს ოთახის ტემპერატურას, აპროგრამებს ქვაბის მუშაობას დღეების და საათების მიხედვით, შესაძლებელია ცხელი წყლის ტემპერატურის მართვა, ეკრანზე გამოაქვს ქვაბის შეცდომის კოდები დეტალური აღწერით და გადაჭრის გზებით.
მართვა შესაძლებელია როგორც მოწყობილობიდან ასევე მობილურით ან კომპიუტერით (WiFi საშუალებით).
3319126 თერმოსტატი Cube S NET ARISTON
ბრენდი: არისტონი (Ariston)
კოდი: 3319126
მოდელი: Cube S NET
მონტაჟი: კედელზე
წარმოება: იტალია
ტექნიკური მონაცემები:
- ოთახის ტემპერატურის რეგულირება: 5 ÷ 30 °C
- ვოლტაჟი: 3.7 w
- დამუხტვა: ელემენტი
- ენერგიის მოხმარება: 28 mA
- დაერთების პროტოკოლი: BUS BridgeNet®
- დაცვის კლასი: IP20
- ზომები (სიგრძე/სიმაღლე/სიღრმე): 103 - 103 - 19 მმ
- წონა: 0.25 კგ
დამატებითი მახასიათებლები:
- თერმოსტატი უერთთება ქვაბს არისტონის ექსკლუზიური BUS BridgeNet® გაყვანილობით, რომელიც მორგებულია არისტონის ყველა თაობის ქვაბებზე (სერია EVO, X, XC და ONE);
- თერმოსტატი უნდა დამონტაჟდეს სითბოს წყაროსგან მოშორებით (რადიატორი, მზის სხივი, გაზქურა და სხვა) და ასევე ფანჯრებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეალური ტემპერატურისგან აცდენა;
- მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს კედლის ძირიდან დაახლოებით 1.5 მეტრი სიმაღლეზე;
- Cube S NET თერმოსტატით შესაძლებელია ქვაბის სრული მართვა - გათბობა, ცხელი წყალი, მუშაობის დაპროგრამება დღეების და საათების მიხედვით;
- ქვაბის გაუმართაობის შემთხვევაში Cube S NET მართვის პულზე გამოისახება შეცდომის კოდი, მისი აღწერა და ასევე პრობლემის მოგვარების გზები;
- Cube S NET დაკავშირებულია Ariston Net-თან, რითიც შესაძლებელია იქნება ქვაბის დისტანციური მართვა მობილურით ან კომპიუტერით;
- მოწყობილობის სისტემა მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს ტემპერატურის ცვლილებას, ენერგიის მოხმარებას, რითიც მაქსიმალურად ამცირებს ქვაბის არასაჭირო დატვირთვას და ზრდის მის ეკონომიურობას.
ბრენდი: ARISTON
- ქვეყანა: იტალია
- წონა: 0.25