გათბობის ქვაბი კონდენსაციური Sime EDEA HM 25
Sime EDEA HM 25 კონდენსაციური გათბობის ქვაბია,რომელიც მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე მაქსიმალურად ამცირებს ხარჯს და ზრუნავს ეკოლოგიაზე.
იტალიური ბრენდის ქვაბი,Sime EDEA HM 25 კონდენსაციური ტიპის ქვაბია,რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის კომფორტსა და გარემოპირობებზე.ჩვეულებრივი გათბობის ქვაბის მუშაობის პრინციპისგან განსხვავებით,კონდენსაციური ქვაბს აქვს მინიმალური დანაკარგი,ვინაიდან ის ნამწვს აბრუნებს და კიდევ ერთხელ იყენებს სისტემაში შემოსული ცივი წყლის გასათბობად.თბომცვლელის დიზაინი და ჭკვიანი ვენტილატორი საშუალებას იძლევა ჰაერის და ბუნებრივი აირის შერევა ოპტიმალური ფარდობით მოხდეს. შედეგად, აირი ბოლომდე იწვის და არ გვაქვს დანაკარგი საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენების სახით. ეს დაახლოებით 6%-ით ზრდის წვის ეფექტურობას.
Sime EDEA HM 25 ქვაბს აქვს “open therm” ინტერფეისის მხარდაჭერა,ძირითადი ნაწილების მუდმივი მონიტორინგი და თვითდიაგნოსტიკა,ე.წ Error (ავარიული კოდების მეშვეობით)
ტექნიკური მონაცემები
ძირითადი მახასიათებლები:
- მოდულაციის დიაპაზონი 1:10
- უჟანგავი ფოლადის თბომცვლელი გაფართოებული კვეთით,წყლის უკეთესი ნაკადისათვის
- მაღალეფექტური მოდულირებადი საცირკულაციო ტუმბო
- კომპაქტური ზომები
გათბობა:
- ნომინალური თერმული სიმძლავრე 25კვტ.
- წვის კამერის თანაბარი ანთება ამცირებს ხმაურის დონეს და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას
- საცირკულაციო ტუმბოს პოსტცირკულაცია
- ზონალური გათბობის სამართავად შესაძლებელია ოთახის 2 თერმოსტატის დაერთება
- ორსიჩქარიანი საცირკულაციო ტუმბო ავტომატური რეგულირებით
სანიტარული წყალი:
- სამომხმარებლო წყლის წარმოება 14 ლტ/წთ-მდე
- ცხელი წყლის მომზადების ელექტრონული მართვა და მოდულაცია
დამატებითი ინფორმაცია
· უსაფრთხოება:
· გაყინვისგან დაცვა
· ტუმბოს ანტიბლოკირება (ავტორესტარტი ყოველ 24 საათში)
· ჩაშენებული რეგულირებადი ბაიპასი და ჰიდრავლიკური ბლოკი
· წვისა და ალის კონტორილი
· ავტოდიაგნოსტიკა (ქვაბის ძირითადი ნაწილების კონტროლი)
· უსაფრთხოების სარქველი გათბობის წრედზე (3ბარი)
· სისტემაში არსებული წნევის მანომეტრი